საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 60-ზე მეტ პატიმარს შეიწყალებს.
როგორც „ნიუსპრესს“ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა
ელენე თევდორაძემ განუცხადა, პრეზიდენტმა შეწყალებას ხელი უკვე მოაწერა.
მისი თქმით, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ 64 პატიმარს მისცა.
„მათგან 7-ს სასჯელის განახევრების, დანარჩენს კი, გათავისუფლების რეკომენდაცია მივეცით. მათ შორის, 5 ქალი და ერთი არასრულწლოვანი გოგონა იყო“ - აღნიშნა თევდორაძემ.
დადებითი რეკომენდაცია ძირითადად, იმ პატიმრებმა მიიღეს, რომლებიც შედარებით მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.
შეწყალების კომისიაში 105 პატიმრის საქმე იყო შესული, მათგან 15 ქალბატონის, 4 კი -არასრულწლოვნის.

















