ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მესაზღვრეებმა 21-22 მაისს, რამდენიმე ქართველი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, მათგან ოთხი ჯერ ისევ არ გამოუშვიათ.
მისივე თქმით, საზღვრისპირას მცხოვრები ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყეში ჯონჯლის საკრეფად გადავიდნენ.
შოთა უტიაშვილის განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლების საკითხი ხვალ ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის ფარგლებში განიხილება.
უტიაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ფერმერების უსაფრთხოების საკითხზეც, რადგან საზღვრისპირა სოფლებში მომუშავე ფერმერების დაშინების და გატაცების ფაქტები ხშირია.

















