რუსთავის იუსტიციის სახლს უკრაინის დელეგაცია ესტუმრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ თავის უკრაინელ კოლეგას და დელეგაციის სხვა წევრებს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.
მან სტუმრებს მომსახურეობის სივრცეები დაათვალიერებინა და სერვისების პროცედურებზე ინფორმაცია მიაწოდა.
უკრაინელი სტუმრებისთვის იუსტიციის სახლში ტური მოეწყო, რომლის დროსაც დელეგაციის წევრები უწყების ფუნქციონირების სპეციფიკას დააკვირდნენ.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა ფილმი „მომავლის საქართველო“ ნახეს, რომელიც ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს ასახავს.

















