შეწყალების კომისიამ დღევანდელი სხდომის შედეგად დადებითი რეკომენდაცია 70-მდე მსჯვრდებულს მისცა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სულ 109 პატიმრის საქმე განიხილეს. მათ შორის 15 ქალი და 4 არასრულწლოვანი იყო, თუმცა, აქედან დადებითი რეკომენდაცია შეწყალებაზე 5 ქალსა და 1 არასრულწლოვანს მიეცა. ასევე, სასჯელი 6 პატიმარს უნდა გაუნახევრდეს.
კომისიის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა.
გათავისუფლებული მსჯავრდებულები კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 26 მაისს დატოვებენ.

















