სამართლის ეროვნული კონფერენცია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებისა და სკოლების მიერ ერთობლივადაა ორგანიზებული.
მათი ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი სამართლის მეცნიერების განვითარება და სამართლის რეფორმის თემებზე აკადემიური დებატების წახალისებაა.
კონფერენცია მრავალდარგობრივია და მასში მონაწილეობა, როგორც სამართლის, ისე მომიჯნავე დისციპლინების მეცნიერებსა და მკვლევარებს შეუძლიათ.
კონფერენციის ფარგლებში შემდეგ ძირითად მიმართულებებს განიხილავენ - საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ევროპის სამართალი, კერძო სამართალი.
კონფერენცია თსუ-ს პირველ კორპუსში ჩატარდება.

















