შინაგან საქმეთა სამინისტრომ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძის დაკავებასთნ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით თეიმურაზ კენჭაძე და იოსებ მანჯავიძე დააკავეს.
„აღნიშნულმა პირებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინეს, დანაშაული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა გათვალისწინებული, რის საფუძველზე თემურაზ კენჭაძე და იოსებ მანჯავიძე საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „ნიუსპრესს“ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განუცხადა, სოსო მანჯავიძე უკვე გათავისუფლებულია. მას ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად, 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

















