„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესსს“ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განუცხადა, პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მისი თქმით, მანჯავიძის მხარდამჭერები სასამართლოსთან არიან შეკრებილი. მათ პროცესზე დასწრების უფლებას იმ მოტივით არ აძლევენ, რომ ბევრი საქმე იხილება და სასამართლოში ადგილი არ არის.
„არავინ გვიხსნის რაში მდგომარეობს ეს წვილმანი ხულიგნობა და არც საქმის მასალებს გვაცნობენ. ვერც ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე ასწრებს საქმის მასალების გაცნობას, ისე სწრაფად იწყება პროცესი“ - განაცხადა ინაშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, რომ მანჯავიძე რამდენიმე პირთან ერთად, გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე მომხდარი ჩხუბის გამო, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა. მისი თქმით, მანჯავიძე სასამართლოში უნდა გადაეყვანათ, რათა პროცესი ადმინისტრაციული წესით გაიმართოს.

















