„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე დაახლოებით ერთი საათის წინ, კინოს სახლში დააკავეს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განუცხადა.მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვითარებაში მოხდა მანჯავიძის დაკავება.
მისი თქმით, ამ დრომდე სოსო მანჯავიძის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ ხერხდება.
„არ ვიცი სად არის ფიზიკურად ან როგორ და რატომ დააპატიმრეს“ - აღნიშნა ინაშვილმა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის მანჯავიძის ადგილმდებარეობა დგინდება. შემდეგი ნაბიჯები კი, მოვლენების განვითარების შესაბამისად დაიგეგმება.

















