პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, დღეს საქმის არსებითი განხილვა შედგება. სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე კი მოწმედ, სავარაუდოდ, სამ პოლიციელს წარადგენს.
სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო სხდომა 8 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, პროცესი ჩაჩიბაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს გულის შეტევა ჰქონდა და დამამშვიდებლები გაუკეთდა, შესაბამისად, მან პროცესზე დასწრება ვეღარ შეძლო.
სერგო ჩაჩიბაია მარტში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩაჩიბაია ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.

















