წუხანდელი ძლიერი წვიმისა და ნიაღვარის შედეგად, სასჯელაღსრულების არცერთ დაწესებულებას საფრთხე არ შექმნია. ამის შესახებ
განცხადებას სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულებს და ინფრასტრუქტურას, სადაც პატიმრები იმყოფებიან საფრთხე არ ემუქრება და სტიქიის მიუხედავად, ორთაჭალის არცერთი დაწესებულების თანამშრომელი და მსჯავრდებული არ დაშავებულა.
„საფრთხის თავიდან აცილების, საზოგადოების, თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სრული მობილიზაცია მოახდინა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სტაბილურია და სრულ კონტროლს ექვემდებარება“- აცხადებენ უწყებაში.
წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია ორთაჭალაში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კუთვნილი შენობა, სადაც ცენტრალური აპარატია განთავსებული.

















