logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შსს-მ ვალერი გელბახიანი დააკავა
შსს-მ ვალერი გელბახიანი დააკავა
11:15 20.02.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვალერი გელბახიანი დააკავა.როგორც  სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვალერი გელბახიანის დაკავება დღეს სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს განხორციელდა.
ვალერი გელბახიანი შსს-ს მიერ 2008 წლის 22 იანვარს პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. იმავე წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. "კერძოდ, ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება. სამოქმედო გეგმის თანახმად ორგანიზებული ჯგუფების მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არჩევნების ჩაშლის მიზნით ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით უნდა მომხდარიყო თითქოსდა უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოყვანა და დაწყებულიყო მასობრივი არეულობები. პარალელურად დიდი ოდენობით თანხების შეთავაზების გზით უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადმობირება, შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება, რასაც მოყვებოდა სხვა სახელისუფლო რგოლების ფუნქციონირების მოშლა. აღნიშნულის მიზნით გაბუნია რამოდენიმეჯერ შეხვდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს, ერეკლე კოდუას. ამ უკანასკნელმა საქმის კურსში ჩააყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რის შემდეგაც დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და ქმედების აღსაკვეთად დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიება. 2007 წლის დეკემბრის თვეში გაბუნია და გელბახიანი კვლავ შეხვდნენ კოდუას, აუხსნეს თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა და შეჰპირდნენ რამოდენიმე მილიონ დოლარს, სანაცვლოდ კი ე.კოდუას უნდა დაეკავებინა შინაგან საქმეთა მინისტრი. გელბახიანმა კოდუას უთხრა, რომ წინასწარ ჰყავდა მომზადებული დაახლოებით 80 000 კაცი ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და მასობრივი მანიფესტაციების მოსაწყობად, საარჩევნო უბნების დასარბევად და ქვეყანაში მასობრივი მღელვარების გამოსაწვევად, მიმდინარე პროცესების ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ყველა აღნიშნული საკითხი შეთანხემბული იყო პრეზიდენტობის კანდიდატ არკადი პატარკაციშვილთან",-აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, 2007 წლის 23 დეკემბერს პატარკაციშვილის თანხმობით კოდუა ლონდონში შეხვდა ამ უკანასკნელს, სადაც განიხილეს საქართველოს ხელისფლების დამხობის გეგმის დეტალები და კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვლით, სანაცვლოდ კი კოდუა მიიღებდა ფინანსურ და პოლიტიკურ გარანტიებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა