მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის "SUJIN"-ის კაპიტანს დიმიტრი პრიჟეგოდსკის ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
გემი "SUJIN"–ი ფოთის პორტის მე–14 ნავმისადგომთან ზღვის დაბინძურების ფაქტზე დააკავეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემი "SUJIN“-იდან სამეურნეო ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრა ხდებოდა.
დაკავებისთანავე, გემის კაპიტნის დიმიტრი პრიჟეგოდსკის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
გარდა ჯარიმისა გემის კაპიტანი გარემოზე მიყენებულ ზიანს 2 612 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით აანაზღაურებს.

















