შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბათუმში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, რუსლან აბულაძე, კაპიტონ თავბერიძე და ზურაბ ბასილაძე სასაზღვრო–საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

















