ქალ პატიმრებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საშუალება გამყოფი მინის გარეშე მიეცემათ.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ ახალი ინიციატივა მოამზადა.“პატიმრობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, ქალი პატიმრებისთვის პაემნის ახალი სახე – საოჯახო პაემანი შემოდის.
კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქალი პატიმრებისთვის წახალისების ფორმით სატელეფონო საუბარი შეუზღუდავად უნდა განხორციელდეს.
აღნიშნულ კანონპროექტზე მსჯელობა კომიტეტებს ჯერ არ დაუწყია.

















