ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ჩატარდება. ამას
,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების თანახმად, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, ბრძანებას გასცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის ან განაჩენის გამოტანის ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს.
კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი არიან.

















