საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებამ ჟურნალისტებისთვის კონკურსი - „შეჯიბრებითობის
პრინციპი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში“ გამოაცხადა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, სასამართლოში საქმის განხილვა თანასწორობისა და შჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხდება და მტკიცებულებათა მოპოვებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობას გულისხმობს.
„გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი შეჯიბრებითობის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად. შეჯიბრებითობა ჩვენი სასამართლო სიტემის მთავრი პრიორიტეტია. გვინდა მოსახლეობას გავაცნოთ ამ პრინციპის არსი და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდება, როცა აღნიშნულის თაობაზე ჟურნალისტები კარგად იქნებიან ინფორმირებულნი“- აღნიშნა კუბლაშვილმა.
კონკურსში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
სასამართლო მედიაციის თემაზე ჟურნალისტთა კონკურსი კი, დღეს დასრულდა.
მედიაციის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომის გამოსავლენად კონკურსი 1 თვის წინ გამოცხადდა. წარდგენილი 15 ნამუშევრიდან ჟიურიმ 3 საუკეთესო შეარჩია.
გამარჯვებულებს სიგელები კონსტანტინე კუბლაშვილმა გადასცა.

















