თბილისში, გომბორის ქუჩაძე გამთენიისას საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. დაიწვა სახლის ორი ოთახი და სახურავი, მთლიანობაში 100 კვ.მ-მდე ფართი.
სულ გასული ღამის განმავლობაში დედაქალაქში ხანძრის 7 შემთხვევა იყო. გარდა ამისა, მაშველებს თოვლიდან 10 ავტომანქანის ამოყვანა მოუხდათ.

















