შიდა ქართლის რეგიონში გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში პოლიციის 20 თანამშრომელი იმუშავებს და ის გორის რაიონის 18 სოფელს მოემსახურება.
დღესვე, აღნიშნულ რეგიონში სოფელ აგარის პოლიციის ბლოკ საგუშაგომაც დაიწყო ფუნქციონირება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის შიდა ქართლის რეგიონში პოლიციის შვიდი ახალი შენობა მოქმედებს.
სულ 2010-2012 წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პოლიციის 96 ახალი შენობა გაიხსნა.

















