„ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლეიბორისტული პარტიიდან“ აცნობეს, სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, ძალაში დატოვა.
„ლეიბორირტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, მოსამართლეს არც კი უმსჯელია ისე მიიღო გადაწყვეტილება.
„ლეიბორისტული პარტიის“ სარეფერენდუმო ინიციატივას - საქართველოს შეირაღებული ძალების ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციიდან გამოყვანის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უარი 26 აპრილს ეთქვა.
როგორც ცესკო-ს ხელმძღვანელმა ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციითა და „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილოების შესახებ“ კანონით საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

















