logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრის პირადი საიდუმლოს გამხელაში ადანაშაულებს
სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრის პირადი საიდუმლოს გამხელაში ადანაშაულებს
13:46 04.05.2012
საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის პირად საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ომბუდსმენის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე ეხება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 3 მაისს მსჯავრდებულ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით ავადმყოფობდა. მათი ცნობით, იგი 2012 წლის 7 მარტს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. მას ინტენსიური მკურნალობის კურსი დაეწყო, მაგრამ მიმდინარე წლის 1 მაისს გარდაიცვალა.

ომბუდსმენი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან არის დაკავშირებული, ამ აპიროვნების თანხმობის გარეშე, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

„ცხადია, სამინისტრომ საკუთარი განცხადებით მსჯავრდებულის პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია გაავრცელა, რაც როგორც გარდაცვლილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთა უფლებებს ხელყოფს“ - აცხადებს სახალხო დამცველი.
ამასთან, მისი განმარტებით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გასაჯარობა განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან ამით არა მარტო გარდაცვლილი პირის კანონიერი ინტერესები ილახება, არამედ პაციენტის ოჯახის წევრებს, ნათესავებს ჩრდილი ადგება.

„სამინისტროს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხისადმი „საზოგადეობის მაღალი ინტერესი“ არსებობდა, პირადი საიდუმლოს გამჟღავნების საფუძველს არ წარმოადგენს და ინფორმაციის გამჟღავნების უკანონობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“ - აცხადებს ტუღუში.

მისივე თქმით, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დასჯადია.

სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავსა და შესაბამისი პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემას მოითხოვს.

ამასთან ის, მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს მოუწოდებს, მსგავსი უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად სამომავლოდ სათანადო ღონისძიებები გაატაროს.

გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის ფოტოები 3 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებზე მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმარი ზურაბ დელიანიძე ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით ავადმყოფობდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა