პროსტიტუციის ბრალდებით, თურქეთის ქალაქ ალანიაში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ. 5-ვე დაკავებული ქალია. მათი ასაკი 33-დან 50 წლამდეა.
თურქული მედია მხოლოდ მათ სახელებს ახმაურებს. ამჟამად დაკავებულები სამედიცინო შემოწმებას გადიან.
რამდენიმედღიანი გამოძიების შემდეგ სავარაუდოდ, მათ თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანენ.

















