ზუგდიდის პროკურატურასთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება სპეციალისტებმა უკვე გააუვნებელყვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ასაფეთქებელი მოწყობილობა გამვლელებმა წუხელ ღამით აღმოაჩინეს.
ზუგდიდის პროკურატურა ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
უტიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, რა ვერსიებზე მუშაობენ სამართალდამცავები ჯერ უცნობია.

















