ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრებ 14 წლის ანდრო ლაგვილავას ახლობლები მესამე დღეა ეძებენ.
როგორც "ნიუსპრესს" ადგილობრივ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, მოზარდი ბოლოს მდინარე რუხის მიმართულებით მიმავალი დაინახეს, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ, მაგრამ იგი ნათესავებთან არ მისულა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე რუხზე მიმდინარეობს, რომელიც ენგურს უერთდება. დაკარგულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ანდრო ლაგვილავა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიტაცეს.
მოზარდი ეპილეფსიით არის დაავადებული.

















