კონტროლის პალატა პოლიტიკურ კორუფციასთან მიმართებაში მოქმედებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში გააგრძელებს.
ასე ეხმაურება პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინა ბოკუჩავა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს კონტროლის პალტასთან მიმართებაში.
ბოკუაჩავა აქვე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახური ახალადშექმნილია და მისი დახვეწაა საჭირო, თუმცა, ეს კონსტურქციულ გარემოში უნდა მოხდეს.
ამ მიმართულებით პალატა სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
„ამ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოსაზრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ბოკუჩავამ
სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის მარტში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის დროს შესაძლო უფლებადარღვევათა ფაქტების შესწავლის პროცესში, ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. ამის აღმოსაფხვრელად ტუღუშმა უწყებას რეკომენდაციებით მიმართა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კონტროლის პალატას მოქალაქეთა უფლებების დამრღვევ მოხელეთა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება ურჩია.

















