logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ადვოკატის განცხადებით, მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნებას საფრთხედ მიიჩნევს
ადვოკატის განცხადებით, მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნებას საფრთხედ მიიჩნევს
14:42 01.05.2012
მაკა ასათიანის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასათიანის ოჯახისთვის 900 ათასი ლარის დაკისრების შესახებ, უკანონოს უწოდებს.
ამის შესახებ ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, ოჯახის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ და „მერსედესის“ წარმომადგენლობის, შპს „აკას“ ადვოკატმა როინ მიგრიაულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ისინი განმარტავენ, რომ ასათიანის შეფასებით, სასამართლომ მის ოჯახს სოლიდური თანხა სრულიად უკანონოდ დააკისრა. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არა აქვს. ასათიანი მიიჩნევს, რომ მის მიმართ შეტევა ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფინანსების გამო განხორციელდა.
„მისი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე „მაესტრო“ 2011 წლის ნოემბრიდან მაუწყებლობას ვერ შეძლებდა“ - განაცხადა გაბუნიამ.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ძოწენიძე, რომლის სასარგებლოდაც ასათიანს „აკას“-ს 20% ჩამოერთვა, მარიონეტია, რომელსაც გარკვეული ძალა მის დასასჯელად იყენებს.
გაბუნიას განცხადებით, მაკა ასათიანი საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან ამ ნაბიჯს გარკვეული საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

პაატა კიკვიძის თქმით კი, დავით ძოწენიძეს წლების განმავლობაში კონტაქტი არ ქონია „აკასთან“, ამიტომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუნდაც ხანდაზმულობის მოტივი გამორიცხავდა.
„მიუხედავად ამისა, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს სარჩელი დაკმაყოფილდა და ძოწენიძემ თავი „აკას“ პარტნიორად აღიდგინა“-განაცხადა ადვოკატმა.
„აკას“ ადვოკატის როინ მიგრიაულის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „მერსედესმა“ ამ დავის პირობებში საერთოდ გაწყვიტოს ურთიერთობა საქართველოსთან.
„აკა“ „მერსედესის“ ერთადერთი დისტრიბუტორია კავკასიაში. ის საქართველოს ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელია. მისივე თქმით, მათი მხრიდან უკვე დაისვა გარკვეული კითხვები და მათზე პასუხია გასაცემი.
27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მაკა ასათიანსა და მისი ოჯახის წევრებს 900 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. საუბარია „მერსედეს ბენცის“ საქართველოს წარმომადგენლობის, შპს „აკას“-ს იმ დივიდენდებზე, რომლის 20% მაკა ასათიანს დავით ძოწენიძის სასარგებლოდ ჩამოერთვა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძოწენიძეს „აკას“ 20% მიმდინარე წლის 12 თებერვალს გადაეცა.
ასათიანის ადვოკატი ამ საკითხის სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა