რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ,
ნოტარიუსტთა პალატამ და ეროვნულმა არქივმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, მოქალაქეები იუსტიციის სახლებში აღნიშნული უწყებების მომსახურებას გამარტივებული წესით მიიღებენ.
შესაბამისი ტრენინგის გავლის შედეგად, იუსტიციის სახლების ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, მოქალაქეს ზემოთაღნიშნული ყველა უწყების მომსახურება გაუწიოს. მაგალითად: მომხმარებელი ნოტარიუსთა პალატის სერვისს როგორც ნოტარიუსთა პალატის, ასევე, საჯარო რეესტრის, სამოქალაქო რეესტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლის დახმარებითაც მიიღებს.
სერვისით სარგებლობა კი შესაძლებელია ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, დაჩქარებული წესით.

















