logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში შესწორებები შეაქვთ
სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში შესწორებები შეაქვთ
13:13 26.04.2012
სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავიდა ინფორმაცია შინაარსით - „ტერაქტების ორგანიზებისთვის მსჯავრდებულების ადვოკატები სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვენ“.
განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაციით შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან თითქოს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკუთარი მანდატის ფარგლებში რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს მსჯავრდებულების მერაბ ყოლბაიას, გოგიტა არქანიას და ჯონი აბულაძის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით“- აღნიშნულია განცხადებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 13 აპრილს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა გლდანის N8 დაწესებულებაში მოინახულა მსჯავრდებულები მერაბ ყოლბაია და გოგიტა არქანია. მათივე ცნობით, არქანიას განცხადებით, იგი არანაირ ზეწოლას არ განიცდიდა, არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა დაწესებულების თანამშრომლების მიმართ და სახალხო დამცველის დახმარებას არ საჭიროებდა.
მათივე ცნობით, მერაბ ყოლბაიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა, შიშობდა, რომ 18 აპრილის სასამართლო პროცესის შემდეგ, შესაძლებელი იყო, მის მიმართ განხორციელებულიყო რაიმე სახის ზეწოლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვდა პროცესის შემდეგ დღეს - 19 აპრილს მონახულებას.
2012 წლის 20 აპრილს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მერაბ ყოლბაიას, გოგიტა არქანიას და ჯონი აბულაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბესიკ ტალახაძემ. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა შეცვალეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მანამდე მიცემული ჩვენება, რის გამოც შესაძლებელი იყო მათზე განხორციელებულიყო ზეწოლა.
გავრცელებული განცხადების თანახმად, 20 აპრილს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებული ჯონი აბულაძე კვლავ მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირ ზეწოლას არ განიცდიდა, თუმცა სურდა, სახალხო დამცველის წარმომადგენელს სასამართლო პროცესის შემდეგ, 24 აპრილს მოენახულებინა.
სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერაბ ყოლბაიამ შემდგომ მონახულებაზე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა მოპყრობის მხრივ არ დაფიქსირებულა და ზეწოლას არ განიცდიდა. იგივე განაცხადა ჯონი აბულაძემაც. ამ უკანასკნელთა განცხადებით, მათ 2012 წლის 23 აპრილს საპროცესო შეთანხმების თაობაზე პროკურატურის წარმომადგენლები გაესაუბრნენ, თუმცა, არც პროკურატურის წარმომადგენლებს და არც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს მათზე რაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა არ განუხორციელებიათ.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ რეგულარული მონიტორინგი ხსენებული მსჯავრდებულების უფლებების დარღვევათა პრევენციის მიზნით კვლავ გრძელდება“ - აღნიშნავენ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა