რუსთავის იუსტიციის სახლი დღეს გაეროს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს. სტუმრები იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი
მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს.
იუსტიციის სახლში მოწყობილი ტურის შემდეგ სტუმრებმა ფილმი „მომავლის საქართველო“ ნახეს, რომელშიც სამომავლოდ განსახორციელებლი რეფორმებია ასახული.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, გაეროს შემფასებელთა ჯგუფი საქართველოში გაეროს ანტიკორუფციული პოლიტიკის იმპლემენტაციის შეფასების მიზნით იმყოფება. სამუშაო პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ანტიკორუფციულ საკითხებში ვენიდან, ავსტრიიდან, კვიპროსსა და უნგრეთიდან მონაწილეობენ.
სემინარები იუსტიციის სამინისტროში 23 აპრილიდან მიმდინარეობს, უცხოელი ექსპერტები საქართველოს მთავარი პროკურატურის, ფინანსური პოლიციის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს ხვდებიან.
უწყებაში აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლში ექსპერტების ვიზიტის მიზანი საჯარო მომსახურების ქართული კონცეფციის გაცნობაა.

















