„დედათა კომიტეტის” თაოსნობით, დღეს პატიმართა და პრობაციონერთა ფონდი დაფუძნდა.
„დედათა კომიტეტის” თავმჯდომარის ქეთევან
ადამიას განცხადებით, ფონდისთვის შეწირულ თითოეულ თეთრს უშუალოდ პატიმართა დედები გაანაწილებენ.
ფონდის მიზანია უკიდურესად გაჭირვებული, პირველ რიგში ავადმყოფი პატიმრებისა და მათ ოჯახის წევრების დახმარება.
„მინდა მაგალითი ვუჩვენო ყველას და ჩემი პირველი შემოწირული 50 ლარი გადავცე დედათა კომიტეტის აქტიურ წევრს მანანა ქსოვრელს, რომელსაც ციხეში ამბოხის დროს ერთი შვილი მოუკლეს, ხოლო ორი ამჟამად პატიმრობაშია“ - განაცხადა ადამიამ და საზოგადოებას ფონდისთვის მცირე შემოწირულობის გაღებისკენ მოუწოდა.
„დედათა კომიტეტს“ წარმომადგენლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს.

















