არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, სასამართლომ 11 აპრილს მსჯავრდებულ ზაზა კობახიძის მიმართ მორიგი უკანონო გაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი ჩემიამ მსჯავრდებულ კობახიძის სააპელაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 4 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე, უცვლელად დატოვა.
„აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს დღემდე არ მიუღია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ზღუდავს საკასაციო საჩივრის დროულად მომზადებისა და უზენაეს სასამართლოში მისი გასაჩივრების უფლებას“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ ცნობით, ადვოკატები საკასაციო საჩივარზე მუშაობენ და გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. მოსამართლე ჩემიას წინააღმდეგ, იუსტიციის საბჭოში შესატანად საჩივარი მზადდება.
ზაზა კობახიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საკუთარ სახლთან 2011 წლის 6 ნოემბერს დააკავეს.
კოლიაცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ზაზა კობახიძეს უფლებადამცველი ორგანიზაცების მიერ შექმნილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ 31 მარტს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა.

















