არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს „ინფორმაციული უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები-შენიშვნების“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს, პრეზენტაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებიც დაეწსრებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები დღესვე პრეზენტაციაზე წარდგენილ დოკუმენტს პარლამენტში შეიტანენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვთ, რომლებიც საჯარო ინფორმაციას და სხვა საკითხებს ეხება.
პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში გაიმართება.

















