"კომედი შოუს" ყოფილი მსახიობის ლევან გოგორელიანის (ფაქო) ძმა ლაშა გოგორელიანი თავისი მეგობრის, ვახტანგ მელიქიძის
დაკავებისას აიყვანეს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მელიქიძეს დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა და ამიტომ, შსს-ს თანამშრომლებმა მასთან მყოფი პირები, მათ შორის, ლაშა გოგორელიანიც დააკავეს.
"ისინი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაიყვანეს და თუ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედება არ დაფიქსირდება, გაათავისუფლებენ"- განუცხადეს "ნიუსპრესს" შსს-ს პრესსამსახურში.
ლაშა გოგორელიანი სამართალდამცავებმა მეგობრებთან ერთად დღეს დააკავეს. ის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ძმაა, რომელიც ამჟამად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილის მუსიკალურ სტუდიაში გადავიდა სამუშაოდ.

















