შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა და ჩერქეზული კულტურის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში კულტურისა და განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, ერთობლივი კვლევების, მემკვიდრეობის დაცვისა და მეცნიერების სფეროში სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება. ჩატარდება ერთობლივი კულტურული ღონისძიებებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

















