სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს ქსანში, ტუბერკულოზით
დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო კორპუსის მშენებლობა მოინახულა.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, ახალი დაწესებულება ტუბერკულოზის გავრცელების პრევენციის და ეფექტური მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება.

















