საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე რუსთავში მოსახლეობას შეხვდა.
მან მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი
პროკურატურის პროექტები - „ჩემი უფროსი მეგობარი“, „არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია“, „ჩვენი საზოგადოება“ და „ლიდერთა სახლი“ გააცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საყვარელიძემ შეკრებილებს ნარკოტიკული დანაშაულის კვლევის 2011 წლის შედეგებიც წარუდგინა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ნარკოდანაშაულის რაოდენობა, ასევე შავ ბაზარზე ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" უკანონო ბრუნვა.
ასევე, მთავარი პროკურორის მოადგილემ სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრიორიტეტი სასჯელის ალტერნატიულ საშუალებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაა.

















