ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ამის შესახებ “სისხლის სამართლის კოდექსს” ახალი მუხლი ემატება.
ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით; საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 6 თვემდე ვადით; გამასწორებელი სამუშაოთი 6 თვემდე ვადით; 1 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ოჯახში იგივე ძალადობას თუ სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მაშინ მოძალადე 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
კანონპროექტის განხილვა კომიტეტებს ჯერ არ დაუწყია.

















