შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე კაპანაძე დააკავეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, კაპანაძე სასაზღვრო სექტორის სარფის მონაკვეთზე იქნა დაკავებილი. მას თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ ჰქონდა. დაკავებულის ვინაობაც მხოლოდ მისი განმარტების საფუძველზე გახდა ცნობილი.
იგი რეაგირებისთვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს ბათუმის განყოფილებაში გადაიყვანეს.

















