სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პენიტენციური სისტემის ანტიტუბერკულოზურ პროგრამაში
წარმატებული საქმიანობისთვის მედპერსონალი დააჯილდოვა.
მინისტრის თქმით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუშაობის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
როგორც "ნიუსპრესს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, გადამზადებული პერსონალი დაავადების შემთხვევათა ადრეული გამოვლენისა და შესაბამისად, დროული მკურნალობის მიზნით, დაწესებულებებში ყოველდღიური სკრინინგის ჩატარებას განაგრძობს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადების გავრცელების პრევენციის და ეფექტური მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა ახალი სამკურნალო დაწესებულებაც შეასრულებს, რომლის მშენებლობაც ქსანში რამდენიმე თვეში დასრულდება.

















