ბათუმის იუსტიციის სახლს თურქეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციაში თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი შემოდიოდნენ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სტუმრებს იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკა და სერვისის პროცედურები გააცნო. მათ საშუალება ჰქონდათ, იუსტიციის სახლის დემოცენტრის მონიტორებზე სხვადასხვა ოპერაციები თავად ჩაეტარებინათ.
თურქეთის დელეგაცია საქართველოში 11 აპრილიდან იმყოფება. მათ შეხვედრები მთავარ პროკურატურასა და უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში უკვე გამართეს. დელეგაცია ქვეყნას დღეს დატოვებს.

















