ოზურგეთში დღეს იუსიტიციის სახლი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს ოპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დაესწრნენ.
პრეზიდენტმა გახსნაზე რეფორმების კუთხით საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა და ამ რეფორმების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იუსტიციის სახლები დაასახელა.
შენობაში, იუსტიციის სახლის გარდა, სადაზღვევო კომპანიაც განთავსდება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, იუსტიციის სახლი ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისებია გაერთიანული.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 26 მაისს ბათუმში გაიხსნა. მისი სერვისებით სარგებლობა ბათუმთან ერთად, რუსთავში, მესტიაში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც არის შესაძლებელი. 2012 წლის ბოლომდე იუსტიციის სახლები გურჯაანში, ახალციხეში, თელავში, თბილისში, გორში, ლაზიკასა და მარნეულშიც გაიხსნება.

















