შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის შეთავაზების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ალი მამედოვი დააკავეს.
მან სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველოს აღმოსავლეთის სამსახურის (წითელი ხიდის) განყოფილების უფროსს ზამურ ჭითანავას ქრთამი 1 000 აშშ დოლარი შესთავაზა, საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან კარტოფილის უკანონო გზით შემოტანის სანაცვლოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

















