მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით 2 000–მდე ადამიანია დაზარალებული, აქედან 200 გარდაიცვალა. აღნიშნული კომენტარი გია ხუროშვილმა ჯარიმების გაზრდის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, არსებული ჯარიმები პრევენციის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტომ, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო ჯარიმის 50 ლარიდან 100 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ღერძულა ხაზს ავტომანქანები ძირითადად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას კვეთენ“ – აღნიშნავს ხუროშვილი.
პარლამენტში ინიცირებულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები“, რომელიც ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმას ითვალისწინებს.

















