რუსთავის იუსტიციის სახლს ფრანგი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მათ იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სახლიდან აცნობეს, მათ იუსტიციის სახლის ინტერიერი დაათვალიერეს და მოქალაქეთა მომსახურების პროცესსაც დაესწრნენ.
ფრანგი პუბლიცისტები და ბლოგერები საქართველოში რეფორმების შესწავლის მიზინით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში ისინი უკვე შეხვდნენ პრეიზდენტის მრჩეველს რაფაელ გლუკსმანს, შს მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.
ჟურნალისტებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქალაქი მცხეთა, ოკუპაციის მუზეუმი, შს სამინიტროს მომსახურების სააგენტო და რუსთავის იუსტიციის სახლი დაათვალიერს.

















