საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას საპრალამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ასევე ყველა კომიტეტის წევრი ესწრება.
შეხვედრამდე მხარეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ და შესაბამისად უცნობი იყო რა საკითხები უნდა განეხილათ. თუმცა, არსებული ინფორმაციით, კალმახელიძე უმრავლესობის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებში არსებულ ვითარებას აცნობს, მათ შორის მთავარი საკითხია ტუპერკულოზით დაავადებულ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა სასჯელაღსრულების მინისტრს სახალხო დაცველის პარლამენტის სხდომაზე განხილვის წინა საღამოს ხვდება. გიორგი ტუღუში საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით ხვალ წარსდგება. ანგარიშში ყველაზე დიდი ადგილი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას ეთმობა, მათ შორის პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

















