საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ბეჟან შაკაია დააკავეს.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შაკაია საქართველოში რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა. სხვა დეტალებს შსს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
პრესსამსახურში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ბეჟან შაკაიას ისრაელის საელჩოსთან გუშინ მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. საქართველოში ისრაელის საელჩოსთან გუშინ სამართალდამცველებმა ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს. შსს-ს ინფორმაციით, საელჩოს მძღოლის ავტომობილში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დროულად გააუვნებელყვეს.

















