არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში რიგით მესამე ანგარიში გამოაქვეყნეს.
ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
ანგარიშში მოქალქეთა მიერ ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება და მიტოვება, მესაკუთრეების მიერ უკვე დარეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური რეგისტრირება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ჩუქება-მიტოვების ოფციალური სტატისტიკაა ასახული.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა ეკატერინე ბოკუჩავამ "ნიუსპრესთან" საუბარში განაცხადა, ანგარიშთან დაკავშირებული რეკომენდაციები შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცემა.
"ანგარიში ეხება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოქალაქის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონება, თუ ის ქაღალდის ვერსიით საკადასტრო აზომვითი ნახაზით იყო რეგისტრირებული, უცებ აღმოჩნდება, რომ სხვა პირმა დაირეგისტრირა საკუთრებაში. მსგავს შემთხვევებში, ხშირად ახალ მესაკუთრედ სახელმწიფო გვევლინება"- განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ძირათადად მსგავსი პრობლემები ახალ ტურისტულ ზონებში ფიქსირდება, სადაც სახელმწიფო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორცილებს.
ანგარიშზე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია - ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" და "საქართველოს რეგიონული მედიის აცოციაცია" მუშაობდნენ.

















