დაკავებული პირის მედიის საშუალებით ჩვენება სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენამდე იკრძალება.
დეპუტატ რატი მაისურაძის მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის თანახმად, ელექტრონულ და ბეჭდურ მედია საშუალებას კანონის დარღვევის შემთხვევაში ახალი ჯარიმები უწესდებათ.
კერძოდ, პირის დაკავების მომენტიდან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ფოტო_ვიდეო გადაღებით მიღებული გამოსახულების იმგვარად გამოქვეყნება რომელიც ბრალდებული პიროვნების იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მედია საშუალება 3 000 ლარით დაჯარიმდება, მესამედ ან მეტჯერ ჩადენისთვის კი ჯარიმა 10 000 ლარით განისაზღვრება.
კანონპროექტზე დეპუტატებს ჯერ არ უმსჯელიათ.

















