დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახება მეგობრობის ქუჩაზე მოხდა. სწრაფად მოძრავი “BMW”-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, ამავე ქუჩაზე მცხოვრები 65 წლის ვლადიმერ ზოროღლიანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღიძრა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

















