ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სრულ განახლებას საჭიროებს.
ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საჯარო ფორუმზე გააკეთა.
მისი თქმით, კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა, მაგრამ ის მთლიანადაა გასაახლებელი. კოდექსზე კომიტეტში მუშაობა დაწყებულია.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს კონსულტაციები ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე, დაკავებული პირის უფლებებზე, განხილვის პროცედურებზე, ვადებსა და სხვა თემებზე.
ფორუმი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

















