პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები გიორგი ვაჟიკაშვილი, რევაზ ვაჟიკაშვილი, კოტე ხუბაშვილი, ნონე ხუბაშვილი, გიორგი თათარაშვილი,
გიორგი ბერბერაშვილი, გიორგი ბოდაველი, რევაზ მურღული და სანდრო ქაშიაშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირების დაკავება მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში სკოლასთან მომხდარი ჩხუბის ფაქტზე მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონულ სამმართველოში ხულიგნობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება მიმდინარეობს.

















